შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.
11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია