შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასწავლო თვალსაჩინოებებისა და რესურსების გამოყენება შეიზღუდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020
სასწავლო პროცესის ერთ - ერთი შემადგენელი ნაწილი სასწავლო რესურსების და თვალსაჩინოებების გამოყენებაა. თუმცა პანდემიის პირობებში, მასწავლებლებს ბევრ ჩვეულებაზე მოუწევთ უარის თქმა, მათ შორის თვალსაჩინოებების ნაწილზე.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილ, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში, გაწერილია, რომ სასწავლო ნივთები და რესურსები რომელთა გასუფთავებაც ძნელია, ამოღებული უნდა იქნას ხმარებიდან.

„სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ. „სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია