შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის სამჯერ მეტის მიღება და მკურნალობა შეგვიძლია-მარინა ეზუგბაია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020
ქვეყანას ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის სამჯერ მეტის მიღება და მკურნალობა შეუძლია- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჯანდაცვის სისტემა დღესაც უძლებს აღნიშნულ სიტუაციას. ჩვენ როდესაც ორნიშნა ციფრები გვქონდა 460–500 საწოლზე იყო გათვლილი. დღეს არის სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა, თუ საჭირო გახდა იქნება 3 000–იც. პარალელურად შეიქმნა სასტუმრო ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების გადაყვანა“,

მისივე თქმით, დღეს გამოვლენილი 170 შემთხვევიდან უმეტესობა აჭარაშია.
„170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მაქვს. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 არის მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი“

ექიმების განმარტებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 35–ის მდგომარეობა მძიმეა, ხუთის კრიტიკულად მძიმე, ხოლო დანარჩენები საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია