შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უმცროსკლასელებისთვის სწავლა დიდი ქალაქების სკოლებშიც განახლდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 სექტემბერი 2020
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.


უწყების ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ყველა კლასის მოსწავლისთვის გაგრძელდება გორსა და ფოთში, ხოლო მთელი აჭარის ტერიტორიაზე - დისტანციურ რეჟიმში.

თუ მშობელს ურჩევნია ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს სკოლებში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს-ოთახში.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია