შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელმა მოცურავეებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2020
26-27 სექტემბერს თბილისში ცურვაში ღია პირველობა „მხიარული დელფინი“ ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც ცურვის წრის მწვრთნელმა, გიორგი ჯეჯელავამ speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ჩემპიონატში 2009, 2010 და 2011 წელში დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ.
„ეს იყო შეჯიბრი 2009-2010 წელს დაბადებულ ბიჭებსა და 2010-2011 წელს დაბადებულ გოგონებს შორის. სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. ჩვენ სულ ხუთი ბავშვი გვყავდა წაყვანილი. აქედან: მარიამ პაპუნაშვილმა აიღო ორი პირველი ადგილი 50 და 100 მეტრ ბრასში. ნინო ზარდიაშვილმა 100 მეტრზე მესამე ადგილი აიღო, ხოლო 50 მეტრზე - მეორე ადგილი მოიპოვა. სულ ოთხი მედალი ავიღეთ: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები გადაეცათ. ამ მიღწევებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვებმა მოინდომეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს.“

მისივე თქმით, 16-17 ოქტომბერს გურჯაანში გაიმართება საქართველოს პირველობა ცურვაში, სადაც ყველა კუთხის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია