შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კელი დეგნანი ახმეტაში მესაქონლეობის ფერმას მოინახულებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 სექტემბერი 2020
ხვალ 11 საათზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდლისში რატი როსტომაშვილის ფერმას ეწვევა, რომელიც ამერიკული ინვესტიციით გაფართოვდება.

რატი როსტომაშვილი და მისი ოჯახი 70 სულიანი, მაღალპროდუქტიული მეწველი საქონლის კომერციულ ფერმას ფლობს. რომელიც ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით თანადაფინანსება, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ ფარგლებში მოიპოვა.

5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია