შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დათა ყალაბეგაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ოქტომბერი 2020
გურჯაანის საჭადრაკო კლუბის აღსაზრდელმა დათა ყალაბეგაშვილმა, თბილისში მიმდინარე საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატზე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

როგორც საჭადრაკო კლუბის მენეჯერმა, გია ქიტესაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, შედეგით კმაყოფილია და მომავალში უფრო მეტს ელოდება.
„ სამი ოქტობრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა ტურნირი საქართველოს პირველობაზე მოსწავლეთა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 57 მოჭადრაკე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დათამ ჩაატარა ცხრა ტური, 7 ქულით დაიკავა პირველი ადგილი და გახდა საქართველოს ჩემპიონი ათ წლამდე ასაკში. მან უფლება მოიპოვა ითამაშოს მსოფლიო პირველობაზე და ასევე გავიდეს ევროპის პირველობაზეც. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და თუ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, იმედი მაქვს, იქაც საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ.“

მისივე თქმით, გამარჯვებულს საჩუქრად თასი, დიპლომი და კომპიუტერი გადაეცა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია