შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ნოემბერი 2020
„ევროპული საქართველო“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

ოპოზიციური მხარე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებს, ისინი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე, 59 დეპუტატის ადგილი პარლამენტში ცარიელი იქნება, ხოლო „ქართულ ოცნებას“, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში ყველა დარჩენილ (16) ოლქს მოიგებენ, 91 დეპუტატი ეყოლება.

კონსტიტუციის თანახმად, იმისთვის რომ პარლამენტი მუშაობას შეუდგეს, პირველივე სხდომაზე, უნდა ცნოს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილება, ამისთვის კი 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, არჩეულ დეპუტატს კი, მხოლოდ მაშინ შეუძლია მანდატზე უარის თქმა, როცა პარლამენტი მის უფლებამოსილებას ცნობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია