შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დათა ყალაგებაშვილი მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის მფლობელი გახდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ნოემბერი 2020
31 ოქტომბერს აკადემიის თასზე მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. ორნლაინ ტურნირზე გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე დათა ყალაგებაშვილიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის და გურჯაანის ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში 47 მოჭდრაკე მონაწილეობდა.
„ტურნირში ჩვენიდან მონაწილეობას იღებდა დათა ყალაბეგაშვილი . მან ჩაატარა შვიდი ტური, დამაჯერებლად გაიმარჯვა ექვსნახევარი ქულით და გავიდა პირველ ადგილზე. მანკიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ასაკში საქართველოში შეუდარებელი მოჭადრაკეა. დათას ამჟამად დამსახურებელი მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი ავარჯიშებს. “

გამარჯვებულს მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასი, პირველი ხარისხის მედალი, დიპლომი და ფულადი ჯილდო 150 ლარი გადაეცა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია