შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თერთმეტ ქალაქში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ნოემბერი 2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში, საჯარო სკოლები 4–დან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით გადაწყვეტილება მობილობის შემცირების აუცილებლობის გარდა, განპირობებული იყო იმითაც, რომ ამ ქალაქებში არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს და სკოლები საარჩევნო უბნებად იქნება გამოყენებული.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და ასეულობით სკოლა გამოყენებული იქნება, როგორც საარჩევნო უბანი, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, მარნეულში და გარდაბანში“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია