შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპზე მუშაობა უკვე დაიწყო- გიორგი გახარია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2020
ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომელიც კონკრეტულად გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან პირველივე დღიდან განაცხადა რესურსების გადანაწილების პრინციპი როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტულ სექტორალურად ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან. იმისთვის რომ ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი, ეს ერთი და მეორე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ყველასთვის ნათელი გახდება“, - განაცხადა მან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია