შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2020
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტური 16 ნოემბრიდან ელექტრონულად ჩატარდება. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.

პირველი ტური ელექტრონული/ონლაინ ფორმით 09:00 საათიდან 20:00 საათის ჩათვლით შემდეგი განრიგით ჩატარდება :
16 ოემბერს: ქართულ ენასა და ლიტერატურაში;ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის); ფრანგულ ენაში.
17 ნოემბერს: ისტორიაში; ქიმიაში.
18 ნოემბერს: ინგლისურ ენაში; გერმანულ ენაში.
19 ნოემბერს: მათემატიკაში; ბიოლოგიაში.
20 ნოემბერს:გეოგრაფიაში; ფიზიკაში; რუსულ ენაში.

დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00-საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და მითითებულ ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.

მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ვერ იპოვა მოსწავლე, როგორც დარეგისტრირებული, მან უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას დეტალების დასაზუსტებლად.

პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია