შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2020
მიუხედავად გამწვავებული ეპიდემიულოგიური სიტუაციისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.
როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის სკოლების დაკეტვის საჭიროება არ არსებობს.
„სკოლები, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სადაც იყო საფრთხე და საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ დადო შესაბამისი დასკვნა, ისინი დაიკეტა. ასეთია სამი: ახაშნის, ჩუმლაყისა და გურჯაანის ნომერ პირველი საჯარო სკოლა. “

მისივე თქმით, ჩუმლაყის სკოლა 9 ნოემბერს, ახაშნის სკოლა 12-ში, ხოლო გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა 14 ნოემბერს სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია