შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვეჯინის სკოლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.

„ვეჯინის სკოლაში კოვიდი პედაგოგს დაუფიქსiრდა, რომელიც შემხებლობაში იყო მოსწავლეებთან და კოლეგებთან. საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მოგვცა რეკომენდაცია, რომ დღეიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, სკოლა გადავიდეს სრულ ელექტრონულ რეჟიმზე. ჩვენ არვიცით როდის იჩენს თავს ვირუსი სხვა სკოლებში, მაგრამ სადაც იქნება, იქ დროულად მოხდება ონლაინ რეჟიმზეგადაყვანა. “

მისივე თქმით, ამ დროისათვის ელექტრონულ რეჟიმზე გადასულია: ვეჯინის , ჩუმლაყის, ახაშნის, გურჯაანის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია