შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციის შემოწმებას ახორციელებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 დეკემბერი 2020
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი განახორციელეს.

მიზანი წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთა და პრევენციაა. უწყების ინფორმაციით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. სწორედ ამ დოკუმენტითაა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით - სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია