შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2021 წლის ბიუჯეტში ძირითად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური პაკეტი განისაზღვრა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, 17 მილიონ 300 ათასი ლარი ძირითადად ინფრასტრუქტურას, სოციალურ პაკეტს, განათლებას და კულტურას მოხმარდება.


„აქედან 4 მილიონ 340 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვლილი, სოციალური პაკეტი მილიონ 875 ათასი ლარით განისაზღვრა, განათლებაზე 3 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო კულტურაზე - 2 მილიონი. სოციალური პროგრამის პრიორიტეტები ისევ მრავალშვილიანი ოჯახების და ახალშობილთა დახმარებაა, ასევე რჩება სამედეიცინო პროგრამისა და მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის თანადაფინანსება. გარდა ამისა, მნიშნელოვანი სიახლეა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდამჭერის პროგრამაში.“
ნატო გონგაძის თქმით, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს განისაზღვრა. ძირითადად გაკეთდება შიდა საუბნო გზები, წყლები, მინისპორტული მოედნები და სხვა.







დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია