შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის- თამარ გაბუნია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2020
უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის. გარკვეული პერიოდი, ვიდრე ჩამოყალიბდება იმუნური ფენა, მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება ფრთხილი ინდივიდუალური დაცვის პირობებში, სოციალური და ბიზნეს აქტივობის კონტროლის პირობებში.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ყველა ვცდილობთ, დავინახოთ ეპიდემიის დასასრული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 იქნება ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. ყველა ველოდებით ვაქცინაციის დაწყებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის. გარკვეული პერიოდი, ვიდრე ჩამოყალიბდება იმუნური ფენა, მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება ფრთხილი ინდივიდუალური დაცვის პირობებში, სოციალური და ბიზნეს აქტივობის კონტროლის პირობებში. ვაქცინა არ იქნება პანდემიის დაუყოვნებლივი დასასრული, მით უფრო, რომ გაჩნდა ახალი შტამები და ამიტომ კვლავ უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და არ დავივიწყოთ ხელის ჰიგიენა“, - განაცხადა მან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია