პირბადის ტარების წესის დარღვევის 518 ფაქტი დაფიქსირდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
28 დეკემბერი 2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით,
რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა
ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის
ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 518 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის
წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის
42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით,
ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა
კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.