კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
28 დეკემბერი 2020
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კოვიდინფიცირების
538 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 257 თბილისში
გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისში 257
შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი
- 16, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36,
მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 2.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 206 313. გარდაიცვალა 2 418.
კარანტინის რეჟიმშია - 420, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5
677. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 393 მოქალაქე.