შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის ვაქცინით ჯერ სამედიცინო პერსონალი და 75 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან - ამირან გამყრელიძე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი, 75 წელს ზემოთ პირები და მაღალ რისკ–ჯგუფში მყოფი მოქალაქეები აიცრებიან.

„პირველი ჯგუფი იქნება სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ პირები, შემდგომ 65 –55 წლის მოსახლეობა, სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით, ქრონიკული და ა. შ.“, - განმარტა მან.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინების მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქურა უკვე არსებობს, მაგრამ რომელი ქვეყნიდან მიიღებენ მედიკამენტს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
„იქმნება დაახლოებით 5–6 ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს იქიდან ავარჩევთ. საქართველოს აქვს საშუალება მიიღოს ფაიზერის -80 გრადუსზე ვაქცინები, ოღონდ შეზღუდული რაოდენობით, ჩვენ შეგიძლია დაახლოებით ერთ მიღებაზე 300 000 დოზის მიღება და დასაწყობება. რაც შეეხება მოდერნას ვაქცინას რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება ყველა მუნიციპალიტეტში შეგვიძლია მიტანა“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია