პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 დეკემბერი 2020
დღეს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს. პროექტის
მიხედვით, ბიუჯეტი 16, 7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან
შედარებით, ერთი მთელი ექვსი მილიარდი ლარით არის შემცირებული.
ამასთან, თითქმის მილიარდ ნახევრით არის შემცირებული შემოსავლები.
პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. დოკუმენტი
ითვალისწინებს პენსიების ზრდას. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული
კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლასა და მისგან გამოწვეული კრიზისის
საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის, მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი
ლარის დახარჯვა იგეგმება.