საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 დეკემბერი 2020
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში
25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 224 155
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 208 951-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 2 443 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -
5 677 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.