შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი აზრით ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი არის- დავით სერგეენკო

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2020
არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის. ამ შეთავაზების წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი იყოს, მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება შეთავაზებები. ისევე, როგორც მოლაპარაკებების, ისე ამ რაუნდების ფილოსოფიაც ეგ არის, რომ ისეთი შეთავაზებები შეჯერდეს, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მეხუთე რაუნდზე ლაპარაკი, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი - შეთანხმება არჩევნების გარეშე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია