შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ წარმატებული იყოს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2020
რა უნდა გააკეთოთ 31 დეკემბერს, რომ 2021 წელი წარმატებული იყოს. ამის შესახებ რჩევებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვაძლევს.

„31 დეკემბერს ორი სიმბოლო გვაქვს. თეთრი ხარის წელი მოდის, ლითონის სტიქიის, ხარი ჩინურადაა და იაპონურად კამეჩი.საახალწლო სუფრაზე ორი სიმბოლო 31 დეკემბრიდან 11 თებერვლამდე უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ხარი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 11 თებერვალს, 23 საათსა და 7 წუთზე შემოდის.რომ არ გავანაწყენოთ ვირთხა, რომელიც 11 თებერვლამდე გრძელდება, ხართან ერთად, 31 დეკემბერს მისი სიმბოლოც უნდა გვქონდეს. ხარს წინ დავუდგათ მწვანილი, ხოლო ვირთხას 1-2 ნაჭერი ყველი. ამით ჩვენ პატივს მივაგებთ მათ. ვირთხამ მოიტანა ისეთი ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ შემდგომ ვიგრძნობთ. მართალია, სირთულეებით, მაგრამ ამან ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის, ადამიანთა ცნობიერებაში, დაიწყო მერწყულის დიდი ერა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რამდენი რამ შეცვალა ვირთხამ და შემდგომ კიდევ სასიკეთოდ წავა ეს ცვლილებები. 2021 წლის სიმბოლო ლითონის სტიქიის ხარია, აქიდან გამომდინარე, ლითონის ნაკეთობები გვქონდეს სუფრაზე. ეს ლითონის სტიქიის ენერგიას გააძლიერებს. ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის, ხურდა, ჭურჭელი და სხვა“,- განაცხადა მან.

წყარო: imedinews.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია