შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომელი რიცხვიდან იმუშავებს შსს–ს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს სააგენტოს სერვისცენტრები არ იმუშავებს.

„4 იანვრიდან ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით: სატრანსპორტო საშუალების განბაჟება; რეექსპორტი; ექსპორტი; ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.18 იანვრიდან განახლდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება. მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). 2021 წლის 18 იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ, პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“ – ნათქვამია განცხადებაში.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია