შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2020
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება.
ამის შესახებ მან პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა ასევე განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა. აღსანიშნავია რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებაც. მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან. სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება. დისტანციური სწავლებისთვის ზოგადი და პროფესიული მასწავლებლისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 000-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი დისტანციურ სწავლებაზე 16 000 -მა მასწავლებელმა გაიარა“, – განაცხადა მინისტრმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია