თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 დეკემბერი 2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური
საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.
მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილია თელავის
იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის
მოადგილემ, ესროლა.
თვითმხილველების თქმით, მკვლელობა ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ
ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა.