შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭინჭრის სასარგებლო თვისებები

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2021
ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მაგრამ  ზოგჯერ ერთ წლიანებსაც შევხვდებით. მას სარეველად თვლიან, თუმცა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. უძველესი დროიდან მას იყენებენ საკვებად და მკურნალობენ ფილტვებისა და ნაწლავების დაავადებებს.

ჭინჭარი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ბევრ ნივთიერებას, აქვს სისხლის შეჩერების, ჭრილობების შეხორცების, ანთებსაწინააღმდეგო, ნაღველმდენის, იმუნოტროპულისა და ესტროგენის მსგავსი მოქმედება. კაროტოიდები და A ვიტამინი, რომელსაც ჭინჭარი შეიცავს, აუმჯობესებს მხედველობას, სუნთქვას, საკვების მონელებას, შარდსასქესო, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას. აძლიერებს იმუნიტეტს. C ვიტამინით მდიდარი ჭინჭარი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების სტრუქტურის დაზიანებაში, აფერხებს დაბერების პროცესს.

ჭინჭარში შემავალი K ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შესქელების ერთ-ერთი ფაქტორის - პროთრომბინის გამომუშავებას.ქლოროფილი და რკინის მარილი ააქტიურებს ერითროციტების წარმოქმნის პროცესს, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება - აცეტილქოლინი, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, აქვს შარდმდენის, ნაღველმდენისა და შაქრის დამწევი თვისებები. ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ასევე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს.

ჭინჭარს გამოიყენებენ ასევე თმის ცვენის საწინააღმდეგოდ: 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 200 მლ (1ჩაის ჭიქა) წყალი, გააჩერეთ 1, 5 საათი, გაწურეთ და შეიზილეთ ნაყენი ახლადდაბანილ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძილივი დროის განმავლობაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია