შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა სამკურნალო თვისებები აქვს ალოეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 იანვარი 2021
ალოე მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა და მას სამკურნალო თისებები გააჩნია.  მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის, საბრის ახალი წვენისა და პრეპარატების სახით.

ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს. ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ. ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ, კარაქი (უმარილო) — 100 გ, ფუტკრის თაფლი — 100 გ, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ. გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.

დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას. ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია. თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ, გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება). ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს. თუ სახის კანი მშრალია, საჭიროა, გაწმენდის მერე წაისვათ ცხიმოვანი მკვებავი კრემი. ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.

ალოეს წვენი კარგი საშუალებაა მელანქოლიის დროს. ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ხოლო მისი წვენი ღვინოსთან შერეული თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია