შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა დაავადებებს კურნავს კატაბალახა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2021
კატაბალახა სამკურნალო მცენარეა. მას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ. მისი ფესვები და ფესურები ძირითადად შეიცავენ ეთერზეთს 0,5-2%-მდე, ბრონიზოვალერიანატს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას. ნედლეული შეიცავს აგრეთვე ვალერიანს და ხატინინს, საპონინებს.
სპირტიანი ექსტრაქტების მისაღებად ნედლეულად იყენებენ კატაბალახას ფოთლებსაც და ყვავილებსაც.  კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიისა და ფსიქასთენიის მსუბუქი ფორმების, კლიმაქსით გამოწვეული აშლილობის, ვეგეტონევროზების მსუბუქი ფორმების, გულსისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც ამ უკანასკნელთ თან ახლავს კუჭისა და ნაწლავვების სპაზმები. დამამშვიდებელი მოქმედება მჟღავნდება ნელა, მაგრამ საკმაოდ სტაბილურია. პრეპარატების ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას, ეს გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება კატაბალახას პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

კატაბალახას ნაყენი
კატაბალახას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გ (1-1,5 სუფრის კოვზი) ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ. გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ. ნაყენი კარგად მოქმედებს თავის ტკივილების დროსაც.
ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიის დროს, როდესაც ადგილი აქვს საერთო ნევროზის გამოვლინებას, იღებენ კატაბალახს ნაყენს, ნახარშს ან ფხვნილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კატაბალახას ნახარში
ნახარშის მისაღებად აიღეთ 10 გ (1-1,5 სუფრის კოვზი) კატაბალახას ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში. გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია