შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2021
2020 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ესენია: ქ. გურჯაანის I, II, III საჯარო სკოლები, ველისციხის, ჩალაუბნის, არაშენდის, ვაზისუბნის, ჯიმითის, ვაჩნაძიანის, ჭერემისა და ახაშნის საჯარო სკოლები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 745 000 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სოფელ ზემო კაჭრეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1 თებერვლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდა.

[R]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია