შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2021
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში, ჰაერის დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
მოსალოდნელია ნალექი, ბარში უმეტესად წვიმის, ხოლო მთაში მცირე თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში +3, +14, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +15 გრადუსი სითბო.

21 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება +1, +13 გრადუსი სითბო. დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება +3, +16 გრადუსი.

22 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა, მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ბარში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში მცირედით დათბება, ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება +5, ხოლო მაქსიმალური ნიშნული +20გ რადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ღამით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +12° იქნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია