შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა ვადაზე ადრე დაიწყოს

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა დაგეგმილზე ადრე განხორციელდეს. მისივე თქმით, ამაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
„იმაზეც გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რომ პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები შესაძლებელია, რომ წინა ეტაპზე გადმოგვეტანა, ვნახოთ”.- განაცხადა მან.

რაც შეეხება სკოლის ექიმებს, მათი ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია და ისინი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ. შეგახსენებთ, რომ მედიკოსთა ვაქცინაცია ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში უკვე დაწყებულია. ვაქცინაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია