შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდეს

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2021
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. გოგი წულაია ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განმარტებით, საქმეში ამ დრომდე არ დევს არცერთი ექსპერტიზა და ალკოტესტი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია