შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში ნინო ბეჟანიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2021
დღეს გურჯაანში, კაფე „ამელიმ“ თვითნასწავლი მხატვრის, ნინო ბეჟანიშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ნინო ბეჟანიშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, ხატვა კი, პანდემიის დროს, ერთი წლის წინ დაიწყო.

„დისტანციური გაკვეთილებით ძალიან ვიღლებოდი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ჯერ უბრალო ფანქრით პორტრეტების ხატვა დავიწყე. შემდეგ ვიფიქრე უკვე დროა საღებავებზე გადავიდე-მეთქი. მაღაზიები დაკეტილი იყო, არაფერი იშოვებოდა და ჩემმა ყოფილმა მოსწალემ მომიტანა საღებავები. უზომოდ მიყვარს ჩემი ყველა ნახატი. მათში ჩემი ენერგეტიკა და დადებითი ხასიათია ჩადებული. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ საზოგადოებისგან. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს გამოფენაზე მოვიდა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კაფის მფლობელს, მაია ქევხიშვილს და ლიკა მწარიაშვილს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, დღევანდელი ღონისძიება ვერ შედგებოდა. ამ გამოფენას ჩემს გურჯაანს ვჩუქნი.“

გამოფენით აღფრთოვანებულია კაფე „ამელის“ მფლობელი მაია ქევხიშვილი და ამბობს, რომ მსგავს ტალანტებს მომავალშიც უმასპინძლებს.
„აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით. პანდემიის დროს მთლად გაგვინაცრისფრდა ცხოვრება. ნინო მასწავლებელი გახდა იმის ერთ-ერთი მაგალითი, თუნდაც როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთ დროს. უნდა გადავდოთ ყველაფერი ცუდი და მივხედოთ კარგს. უღრმესი მადლობა ნინოს პიროვნული თვისებებისთვის, ნიჭისა და იმ განსაცვიფრებელი ნამუშევრებისთვის, რომლებიც დღეს იყო წარმოდგენილი. “










დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია