შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2021
2 აპრილს გურჯაანში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია ,,დიას" ორგანიზებით შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა გახლავთ.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ვიცე-მერთან თეიმურაზ ზავრაშვილთან, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან და ბავშვების მშობლებთან ერთად ესწრებოდა.

ორგანიზატორებმა აუტისტური სპექტრის შესახებ ისუბრეს და იქ მყოფ ბავშვებს საჩუქრებიც გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია ,,დია", ქალაქ გურჯაანში, უახლოეს მომავალში, აუტიზმის ცენტრის გახსნას გეგმავს, რისთვისაც მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ფართი გამოუყო.
[R]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია