შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2021
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების კანონში ცვლილება შედის.
ცვლილების მიხედვით დამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ ფართს სოციალური ღონისძიებისთვის გააქირავებს. გამქირავებელი ვალდებული იქნება, რომ დამქირავებელს ხელშეკრულების პირობაში ჩაუდოს, რომ ფართის გამოყენება სოციალური ღონისძიებისთვის არ უნდა მოხდეს.

იმ შემთხვევაში თუ დარღვევის ფაქტი დამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, შრომის ინსპექციას უნდა შეატყობინოს. თუ ასე არ იმოქმედებს და ფაქტს ინსპექცია აღმოაჩენს, იგი 10 000 ლარით დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია