შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეზღუდვების შემოღებაზე შესაძლოა მსჯელობა დაიწყოს - თამარ გაბუნია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2021
თუ ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოუწევს ფიქრი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“თუკი სურათი გაუარესდა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოგვიხდეს, დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რასაც აქამდე ვიყენებდით. 2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას. ბოლო 2 კვირის მაჩვენებელი გვაქვს 1.94%, ანუ უახლოვდება 2%-ს, როცა ამას გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით – ეს საგანგაშო მაჩვენებელია – მოგვიწევს, ვიფიქროთ უფრო აქტიურ ღონისძიებებზე. ბაღებსა და სკოლებში ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე”, – განაცხადა გაბუნიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია