შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გვექნება საუბარი საპატრიარქოსთან, რათა აღდგომამ ჩაიაროს ისე, რომ დაცული იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც - განყრელიძე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2021
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პანდემიიდან გამომდინარე, პოზიციები საპატრიარქოსთანაც უნდა შეჯერდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ყველაზე დიდმა დღესასწაულმა, ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადება და მოსახლეობას სჭირდება. მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების," - განაცხადა გამყრელიძემ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიაღწევენ შეთანხმებას, როდესაც ზომიერ ფარგლებში იქნება შესაძლებელი ვიზეიმოთ აღდგომის დღესასწაული ისე, რომ დაცული იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია