შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უფასო სამედიცინო აქცია სოფელ სამთაწყაროში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აპრილი 2021
საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დედოფლისწყაროში. საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისები პროფესორმა სოლომონ ზეიკიძემ და ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა მიაწოდეს.
ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მორიგი საქველმომქმედო აქცია გამართა - მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდა და მედიკამენტები გადასცა. აქციის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, საერთო ჯამში, 70-მდე ადამიანს მიეწოდა.

„ეს ჩვენი ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფის უკვე რიგით მეოთხე აქციაა - ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევისა და ახალქალაქის სოფელ კოთელიას შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას გავუწიეთ უფასო სამედიცინო მომსახურება. საერთოდ, მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ჩვენი საქველმოქმედო აქციებიც სწორედ ამას ემსახურება. სოფელ სამთაწყაროსთვის ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო ზონაა. ადგილობრივებს მედიკამენტებიც გადავეცით, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,“ - ამბობს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და დასძენს, რომ მსგავს საქველმოქმედო აქციებს, მეგობრებთან ერთად, სამომავლოდაც გეგმავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის, ასევე, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ეროვნული ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით ჩატარდა, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე; ექიმ-ფიზიოთერაპევტი ოდისეი სადოევი, ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი და კარდიოლოგი ქეთი გოროზია.

აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელი სამთაწყარო აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელია, რომელიც რაიონული ცენტრიდან მკვეთრად მოწყვეტილია.


[R]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია