შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამწვანების აქცია სიღნაღში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2021
22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა.

ღონისძიებამ ყველა სოფელი მოიცვა და მასში მერმა, გიორგი გოგილაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ აქციას კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები და სიღნაღის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრეებიც შეუერთდნენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში 300 ნერგი დაირგო.

მსგავსი აქციები სიღნაღის მუნიციპალიტეტში არაერთხელ ჩატარებულა.

[R]


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია