შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფრენბურთის სპარტაკიადის გამარჯვებული არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აპრილი 2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადა გრძელდება. ფრენბურთში სპარტაკიადის გამარჯვებული ვაჟთა შორის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ბაკურციხის სკოლის გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

ფინალურ ეტაპამდე, სკოლებს შორის ოთხი ზონალური ტურნირი ჩატარდა, რომელში გამარაჯვებული გუნდებიც ფინალისტები გახდნენ.

გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით გურჯაანის ვიცე-მერმა თეიმურაზ ზავრაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ დააჯილდოეს. სპარტაკიადის ჩემპიონს არაშენდის გუნდს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა.

ფრენბურთის ტურნირი, რომელიც გურჯაანის სპორტკომპლექსში გაიმართა, ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 -ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.

სასკოლო სპორტული სპარტაკიადა,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კიდევ ხუთ სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში ტარდება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია