კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩალაუბნის და ზემო კაჭრეთის სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზემო კაჭრეთის და ჩალაუბნის საჯარო სკოლები ცხრა ივნისის ჩათვლით ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დალი მინდიაშვილის განმარტებით, მიზეზი სკოლებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია.
„ ზემო კაჭრეთში დაუფიქსირდა პედაგოგს და რადგან ბევრ კლასთან ჰქონდა შეხება დავიზღვიეთ თავი, გადავიყვანეთ ონლაინსწავლებაზე. რაც შეეხება ჩალაუბანს, აქ კოვიდინფექცია მოსწავლეებში გამოვლინდა და ეს სკოლაც ონლაინსწავლებაზე გადავიდა. “

მისივე თქმით, ამ დროისთვის სხვა დანარჩენ სკოლებში სიტუაცია სტაბილურია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია