კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონკურსის ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2021
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების კონკურსი ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ დასრულდა. ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო წერილის ავტორი გამოავლინეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბიბლიოთეკების კურატორის ხათუნა ბუზალაძის განმარტებით, ბიბლიოთეკას წერილი სულ 32 ადამიანმა მისწერა.
„ გამოვაცხადეთ კონკურსი მისწერე წერილი ბიბლიოთეკას, რომელიც დასრულდა. დღეს იყო შემაჯამებელი ღონისძიება. გამოვავლინეთ სამი საუკეთესო წერილის ავტორი. გვქონდა ასევე ნომინაცია ჟიურის სიმპატია.კონკურსის მიზანი იყო გამოგვევლინა ბიბლიოთეკის როლი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. ჟიურიმ ერთნაირად მიაქცია ყურადღება გამარჯვებულის გამოვლენის დროს კრეატიულსა და გულწრფელ ემოციას. კონკურსმა დაგვანახა ის, რომ ბიბლიოთეკა არის შეუცვლელი. “

კონკურსში გაიმარჯვეს: ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ტურაშვილმა, არაშენდის საჯარო სკლის მოსწავლე მარიამ მამისაშვილმა და ქალაქ ფოთიდან ანასტასია ასათიანმა. ყველა მონაწილეს დიპლომი, ბრენდირებული კალამი და ჩანთები გადაეცა. წერილები ერთ წიგნად აიკინძება და წლის ბოლომდე დაიბეჭდება. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმღვანელმა კი სამ ბავშვს ის სურვილები შეუსრულა, რაც წერილში ჰქონდათ მითითებული.









დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია