კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2022
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზი”, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბრის თვეში ეს უკვე მესამე შემთვევაა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს. კერძოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ლოპანის მიმდებარედ, 27 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. მანამდე კი მსგავსი შემთხვევა 23 დეკემბერსაც დაფიქსირდა, სოფელ აძვის მიმდებარედ, საქართველოს ოთხი მოქალაქის უკანონო დაკავებისას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია