კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საფრანგეთის პრეზიდენტს სურს არავაქცნირებულ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნას

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2022
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ საფრანგეთში მცხოვრები არავაქცინირებული მოსახლეობის ცხოვრება უნდა გართულდეს.


“მინდა დისკომფორტი შევუქმნა მათ(არავაქცინირებულ მოსახლეობას), ამას გავაგრძელებთ ბოლომდე,”-თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან, ვკუთხულობთ BBC-ს ვებ-გვერდზე არსებულ სტატიაში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.

,,არავაქცინირებულ ადამიანებს ციხეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში წასვლას ვეღარ შეძლებენ, ვერც ყავის დასალევად წავლენ, ვერც კინოსა და თეატრში“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სტატიაში, ნათქვამია, რომ მაკრონის პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისი უხეში ენა პრეზიდენტისთვის შეუსაბამოდ შეაფასეს. Აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის კომენტარი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ კოვიდ საშვებთან დაკავშირებული კანონპროექტის გადადებას მოჰყვა.
ცნობისთვის, კანონპროექტით, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის უამრავი აქტივობა უნდა შეზღუდულიყო. ის კენჭისყრით ამ კვირაში უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ინიციატივამ ანტივაქსერებში უკმაყოფილება გამოიწვია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია