კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2022
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ, კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ, ხუთშაბათს დაადასტურა მონაცემები ქვეყნის მიერ წინა დღით რაკეტის გაშვების თაობაზე. ინფრორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი აქვეყნებს.

Ჩრდილოეთ კორეამ 5 იანვარს წარმატებით გამოსცადა ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელმაც 700 კილომეტრი გაიარა და სამიზნე გაანადგურა. კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჰიპერბგერითი რაკეტა უკვე მეორედ გამოსცადა 2021 წლის სექტემბრის შემდეგ.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჰიპერბგერითი იარაღი შემდეგი თაობის შეიარაღებად ითვალება და მის გამოცდას აწარმოებს ბევრი დიდი სახელმწიფო, მათ შორის აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ასეთი რაკეტები მეტად სწრაფია, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 5 იანვარს განხორციელებული გამოცდა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებს და საფრთხეს უქმნის როგორც ჩრდილოეთ კორეის მეზობელ ქვეყნებს, ისევე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია