კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე და აღნიშნა, რომ მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას, საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას და ისინი საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

„მინდა გამოვეხმაურო ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა და რომელთა შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოოდ დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს კრიზისის შედეგების დაძლევა და სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ვუსურვებთ ჩვენს მოძმე ყაზახეთსა და ყაზახ ხალხს.

რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, შესაძლებლობის ფარგლებში, ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე. მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი, იცით, რომ დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება მოხდება უახლოეს დღეებში“, - განაცხადა პრემიერმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია