კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირებს მიმართავს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2022
ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) 2008 წლიდან ახორციელებს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული პირების წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2021 წლის ბოლოს, აღნიშნულ საქმეებზე ევროსასამართლოს მხრიდან დაიწყო კომუნიკაცია, თუმცა, სამწუხაროდ, „უფლებები საქართველოს“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთ დაზარალებულთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„აქედან გამომდინარე, გვსურს საჯარო განცხადებით მივმართოთ გორის რაიონის სოფელ აჩაბეთში, თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნევში, სოფელ ბელოთში, სოფელ ქემერტში, სოფელ ნულში, სოფელ ქურთაში, სოფელ კეხვში, სოფელ ხეითში, სოფელ ძარწემში, სოფელ ზემო ნიქოზში და სოფელ ვარიანში რეგისტრირებულ იმ პირებს, ვისაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევდა და ვთხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ „უფლებები საქართველოს“,“-ნათქვამია განცხადებაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია