კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდებმა საქველმოქმედო კამპანია წამოიწყეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2022
ფეისბუქჯგუფის - „გოგონები ერთმანეთისთვის“ წევრებმა წამოიწყეს საქველმოქმედო კამპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები ლიკა მარტაშვილია.

როგორც ის გვეუბნება, თავდაპირველად გოგონები კამპანიაში მხოლოდ ჯგუფის წევრების ჩართვას გეგმავდნენ, თუმცა შემდეგ იფიქრეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუკი, იდეის გარშემო სხვა ადამიანებიც გაერთიანდებოდნენ.

„ადამიანების დახმარების იდეა ყოველთვის მქონდა, თუმცა, რამდენიმე დღეა მივხვდი, რომ აღარაფერი მახარებს, რადგან გარშემო ამდენ გაჭირვებულს ვხედავ. ვიფიქრე, ნუთუ არ შეიძლება დავეხმარო მათ? მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია, მოიძიოს საჭირო რესურსები, ამიტომ გადავწყვიტე თანამოაზრეების ძიება და აღმოჩნდა, რომ უამრავი ადამიანია, ვინც მზადაა ჩაერთოს საქველმოქმედო საქმეში. ისინი მაშინვე გვერდში დამიდგნენ. მოგიწოდებთ, თქვენც, ვისაც რით შეგვიძლია, დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც, ელემენტარულად, საკვების ფულიც კი არ აქვთ,“-გვეუბნება ლიკა მარტაშვილი.

ამ ეტაპზე გურჯაანში დაგეგმილია ტანსაცმლისა და თანხის შეგროვება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. დახმარების მსურველებს ასევე შეუძლიათ ჩარიცხონ თანხა ანგარიშზე- GE63TB7093545061100118 (თიბისი ბანკი-ლიკა მარტაშვილი) ან დაუკავშირდეთ გურჯაანის კოორდინატორს, ლიკა მარტაშვილს.

კამპანიის თანაორგანიზატორები არიან ნანუკა კუჭაძე (ხაშური) და თათია ჯოლოხავა (თბილისი).

შეგახსენებთ, რომ კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს , ამიტომ დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ ორგანიზატორს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია